Thursday, March 18, 2010

პროექტის სახელი:წელიწადის დროები
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია, წელიწადის დროებს შორის განსხვავების,მსგავსების და ურთიერთდამოკიდებულების აღმოჩენა – გათავისება.ქართულ ზეპირსიტყვიერებაში,პროზასა და პოეზიაში წელიწადის დროებთან დაკავშირებული მასალების მოძიება–გაცნობა.
პროექტის ვრცელი აღწერა:
გაზაფხული, წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრძელდება გაზაფხულის ბუნიობის მომენტიდან (20 ან 21 მარტი) ზაფხულის მზებუდობის მომენტამდე (21 ან 22 ივნისი); ჩვეულებრივ გაზაფხულს უწოდებენ მარტის, აპრილისა და მაისის თვეებს. როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომაა. დღე დიდდება. დათბება. ხეებზე კვირტები ისკვნება. მიწიდან ბალახი ამოდის. იწყება მცენარეთა ზრდის განახლება.
ზამთარში, თბილ ქვეყნებში გაფრენილი ფრინველები ბრუნდებიან, ბუდეებს იკეთებენ და კვერცხებს დებენ.ცხოველები მეწყვილეს ეძებენ და შთამომავლობას ამრავლებენ.
ზაფხული, წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი ), შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი ) გრძელდება; ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.
ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება. მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.
შემოდგომა, წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შემოდგომის ბუნიობიდან (23 სექტემბერი) ზამთრის მზებუდობამდე (22 დეკემბერი) გრძელდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდგომას უწოდებენ სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია.
დღე საგრძნობლად მოკლდება, იწყება გრილი ამინდები და ფოთოლცვენა.
შემოდის მრავალგვარდი ხილი. ბუჩქები დახუნძლულია კენკრით.
იწყება რთველი, მოსავლის აღების ალო, შემდეგ ყანებს საშემოდგომოთ გადახნავენ.
ბევრი ცხოველიც და ადამიანიც ზამთრისთვის საკვებს იმარაგებს. ფრინველების უმრავლესობა თბილ ქვეყნებში მიფრინავს.
ზამთარი, წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 დეკემბერი), გაზაფხულის ბუნიობის მომენტამდე (20 ან 21 მარტი) გრძელდება; ჩვეულებრივ ზამთარს უწოდებენ დეკემბრის, იანვრისა და თებერვლისთვეებს. ამ პერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია.
ზამთარი წელიწადის ყველაზე ცივი დროა. დღეები მაქსიმალურად მოკლდება, თუმცა 22 დეკემბრიდან უკვე ნელ-ნელა ზრდას დაიწყებს. ადრე ბნელდება. ბევრ ქვეყანაში თოვლი მოდის და ყინვებს იჭერს.
მცენარეების ზრდა წყდება. ფოთლოვანი ხეები შიშვლდება. ზამთრის სუსხს მხოლოდ წიწვიანი ხეები უძლებს. ზოგ ცხოველს ხშირი ბეწვი ან მატყლი ეზრდება, რომ არ შესცივდეს, ზოგს კი მთელი ზამთარი სძინავს.
პროექტში მონაწილე ბავშვები პირველ ეტაპზე მოიზიებენ მასალებს ბიბლიოთეკისა და ისტ. ტექნოლოგიების მეშვეობით. მეორე ეტაპზე ბავშვები წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს და მოძიებულ ინფორმაციას ( ლექსები, ანდაზები, გამოცანები, ნახატები, ფოტომასალა და თავისუფალი თემები) ბოლოს, ბავშვები ერთობლივად აწყობენ გამოფენას, ვიქტორინას და ქმნიან წიგნს.
მონაწილეთა ასაკი /კლასები: 6–7 წელი,I-II კლასი
ვადები /ხანგრძლივობა: 2010 წლის მარტიდან 3–4 თვის განმავლობაში.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: ინტელექტუალური ვიქტორინა, ექსკურსიები.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გამოფენები, პრეზენტაციები, ჩანახატები.
სამუშაო ენა:ქართული